Monday, April 15, 2019

ეს ღირსების შემლახველია ბავშვისთვის" - როგორ ირღვევა თქვენი შვილის უფლებები სკოლებში მშობელთა კრებაზე?

სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სკო­ლებ­ში მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში ათწლე­უ­ლე­ბია არ­სე­ბობს. თუმ­ცა, მსგავ­სი კრე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ფორ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქცე­ვის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად არ იც­ვლე­ბა და იგი უკვე არა­თუ ვერ პა­სუ­ხობს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ მო­თხოვ­ნებს, არა­მედ ზოგი მო­საზ­რე­ბით, პირ­და­პირ არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზეა და შე­სა­ბა­მი­სად ბევ­რმა არც იცის, რო­გორ და­იც­ვას კა­ნო­ნი "პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც კრძა­ლავს ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას. ალ­ბათ, ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი დღემ­დე არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა, რომ ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, კა­ნონს არ­ღვევს მა­შინ, რო­დე­საც მშო­ბელ­თა კრე­ბებს ძვე­ლე­ბურ ყა­ი­და­ზე ატა­რებს.
დღე­საც ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სკო­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კრე­ბებ­ზე მჟღავ­ნდე­ბა ბავ­შვის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია: მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აც კი.AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი გ.ნ. სკო­ლის მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თავი შე­ი­კა­ვა. ის გო­რის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთი სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა. მისი თქმით, კრე­ბებ­ზე პე­და­გო­გე­ბი ბავ­შვებს ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ენ სხვა მშობ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით.
"რაც ჩვენს სკო­ლა­ში ხდე­ბა, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. პრობ­ლე­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლეს­თან უნდა მო­აგ­ვა­როს და არა სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტა­ნოს. თუ კი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე ვერ გა­დაჭ­რი­ან ამ პრობ­ლე­მას, შემ­დეგ უნდა ჩა­ერ­თოს მშო­ბე­ლი და მას­თა­ნაც უნდა მოხ­დეს სა­კი­თხის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­ხილ­ვა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ცუ­დად და­უ­ხა­სი­ა­თე­ბია მას­წავ­ლე­ბელს ყვე­ლას თან­დას­წრე­ბით და ბავ­შვი ამას ძა­ლი­ან დიდ­ხანს გა­ნიც­დი­და" - ამ­ბობს რეს­პონ­დენ­ტი.
AMBEBI.GE-ს კი­დევ ერთი რეს­პონ­დენ­ტი 15 წლის ბი­ჭია, რო­მელ­საც მშო­ბელ­თა კრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს:
"მე­ა­თე კლას­ში ვარ, მარ­თა­ლია სწავ­ლით თავს არ ვიკ­ლავ, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხომ არ არის ყვე­ლამ კარ­გად ის­წავ­ლოს, ზოგს სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს... ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა დე­და­ჩე­მი და­უ­ბა­რე­ბია მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე და ისე ვუ­ლან­ძღი­ვარ მას­წავ­ლე­ბელს, რომ დე­და­ჩემს ძა­ლი­ან შერ­ცხვა და მეც ამის გამო ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე.
რად­გან კარ­გად არ ვსწავ­ლობ, ან თუნ­დაც ზოგ­ჯერ ბი­ჭებს გაკ­ვე­თი­ლი გაგ­ვიც­დე­ნია, შე­იძ­ლე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­მა სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით?! უზ­რდე­ლი მი­წო­დოს და ა.შ? ბოლო დროს როცა ტარ­დე­ბა ასე­თი კრე­ბე­ბი, არ ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე დე­და­ჩემს და არც ვე­ტყვი. ისე ნერ­ვი­უ­ლობს მერე და ისე­თი გაგ­რძე­ლე­ბა მოყ­ვე­ბა ამას ოჯახ­ში, მირ­ჩევ­ნია არც მი­ვი­დეს", - გვე­უბ­ნე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე.
არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ უკვე წლე­ბია ბავ­შვთა სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვი­საც არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავთ მშობ­ლებს. მისი გან­მარ­ტე­ბით, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში სა­ხე­ზეა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვა.
„სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე ამ პრობ­ლე­მის გან­ხილ­ვა არ მომ­ხდა­რა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში ხალ­ხი აპ­რო­ტეს­ტებს ამ სა­კითხს. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვი­საც არა­ერ­თხელ მო­უ­მარ­თავთ მშობ­ლებს. ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, რომ მშო­ბელ­თა კრე­ბებ­ზე ბავ­შვის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მჟღავ­ნდე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, მა­გა­ლი­თად თქვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა ან სხვა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მი გახ­დეს ყვე­ლას­თვის ხელ­მის­წავ­დო­მი. ცალ­სა­ხაა, აქ ილა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა.
ბავ­შვებ­თან კი გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხი­ლოა, რად­გან ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა შემ­დგომ­ში სხვა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გახ­დეს, მა­გა­ლი­თად ბუ­ლინ­გის და­წყე­ბის მი­ზე­ზი ბავ­შვის მი­მართ. სულ რომ არ მოჰ­ყვეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბას, ეს მა­ინც ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლია ბავ­შვის­თვის" - ამ­ბობს იუ­რის­ტი.
რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტას, ანა აბა­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ეს მარ­ტი­ვად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის აზ­რით, მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბის ასე­თი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბა უნდა აიკ­რძა­ლოს.
"სა­ჭი­როა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს კე­თი­ლი ნება. სა­კითხს სის­ტე­მუ­რად უნდა მი­ე­ხე­დოს, სა­მი­ნის­ტრომ უნდა შე­ი­მუ­შა­ვოს წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ერ­თი­ა­ნად აიკ­რძა­ლე­ბა მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბის არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბა, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სკო­ლებ­ში" - ამ­ბობს ანა აბა­ში­ძე.
ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს ფსი­ქო­ლო­გი ნანა ჩა­ჩუ­აც. იგი იმ ზი­ა­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რაც შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბის არ­სე­ბუ­ლი სა­ხით ჩა­ტა­რე­ბის პრაქ­ტი­კამ მო­უ­ტა­ნოს ბავ­შვებს.
"მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბი ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც ტარ­დე­ბო­და, მე საბ­ჭო­თა სკო­ლა­ში მო­მი­წია სწავ­ლამ და რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, მა­შინ და­ცუ­ლი იყო ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ახლა ჩვენ ვი­თხოვთ. მშო­ბელ­თა კრე­ბებ­ზე ით­ქმე­ბო­და მა­გა­ლი­თად, რომ ბავ­შვი ცელ­ქია, მაგ­რამ ეს და­ხა­სი­ა­თე­ბა იყო ბავ­შვის მი­მართ თა­ნა­გან­ცდით სავ­სე და აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბო­და იმა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.
აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ი­ნერ­გოს ჰუ­მა­ნუ­რი პრაქ­ტი­კა, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ბავ­შვი არის პი­როვ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­დი­ვი­დი, რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბი და ასა­კობ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი..
ბავ­შვმა თვი­თონ­ვე უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც ვერ გა­და­ლა­ხა და თუ კი ეს სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ვინ­მეს­გან გახ­დე­ბა შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი, ეს გა­მო­იწ­ვევს, რომ ბავ­შვი ვერ იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბი, თვი­თონ ვერ იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ავ­ტო­რი, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მას არ­თმე­ვენ ავ­ტო­რო­ბას. რო­დე­საც პრობ­ლე­მაა, შე­იძ­ლე­ბა ელა­პა­რა­კოს მშო­ბე­ლი ბავ­შვს, ესა­უბ­როს პე­და­გო­გი უშუ­ა­ლოდ, მაგ­რამ ესეც ისე­თი სიფრ­თხი­ლი­თაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ პირ­და­პირ ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­ლაა.
არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იყოს შე­ფა­სე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გის მხრი­დან და რაც მთა­ვა­რია, უნდა მოხ­დეს ბავ­შვის გან­ცდის ამოც­ნო­ბა. თუ ასე ვერ მოხ­დე­ბა, ყვე­ლა სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა სა­ზი­ა­ნო ბავ­შვის­თვის, რად­გან ბავ­შვი მა­შინ გა­ნიც­დის, რომ სამ­ყა­რო მის მი­მართ მტრუ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რი­ქით უნდა მოხ­დეს, ბავ­შვმა უნდა აღიქ­ვას, რომ სამ­ყა­რო მის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია. აი, მა­შინ ბავ­შვი პერ­სპექ­ტი­ვა­საც ხე­დავს და შე­მარ­თე­ბაც ემა­ტე­ბა“ - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ნანა ჩა­ჩუ­ამ.
რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტებს, ისი­ნი ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ისე­თი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი მოჰ­ყავთ, სა­დაც ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა და­ცუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ირ­ლან­დი­ა­ში მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შვს მშო­ბელ­თან ატანს და­ლუ­ქულ, ანო­ნი­მურ წე­რილს, რომ­ლის გახ­სნა ბავ­შვს არ შე­უძ­ლია, ამას კი იმით ხსნი­ან, რომ კრი­ტი­კულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ ბავ­შვს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ შე­უ­ლა­ხოს.
სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. უწყე­ბა­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თოთ და ათი დღის ვა­და­ში გვი­პა­სუ­ხე­ბენ, უნდა ტარ­დე­ბო­დეს თუ არა არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით მშო­ბელ­თა კრე­ბე­ბი და გეგ­მავს თუ არა სა­მი­ნის­ტრო ცვლი­ლე­ბებს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ას AMBEBI.GE მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment