Sunday, April 21, 2019

პანკისში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ავტომანქანებიც

პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები. ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი და მოქალაქეების ავტომობილები. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პანკისელებმა დაზიანებული მანქანები, ჯერ ხელკეტებით დაამტვრიეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. მათ ასევე მანქანაში არსებული ტექნიკა და ნივთები დააზიანეს.
მესამე სექტორი პანკისის მოვლენების გამო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მზადაა მოლაპარაკებაში ჩაერთოს.
ხეობაში ახლა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ელოდებიან. ვითარების ხელახლა ესკალაცია ხეობაში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანამ გამოიწვია.
პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment