Friday, April 19, 2019

შარლიზ თერონმა გადაწყვიტა 7 წლის ვაჟი გოგოდ გაზარდოს

ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა შარლიზ თერონმა გადაწყვიტა, 7 წლის ვაჟი ჯექსონი გოგოდ გაზარდოს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
„მეც მეგონა, რომ ჯექსონი ბიჭია, სანამ მან 3 წლის ასაკში არ თქვა, რომ ბიჭი არ არის. ახლა ორი გოგო მყავს და ჩემი მოვალეობა მათზე ზრუნვაა“, - ამბობს მსახიობი.
თერონის თქმით, ასეთი დამოკიდებულება მან დედისგან ისწავლა. მსახიობის აზრით, მისი შვილები ისეთებად დაიბადნენ, როგორებიც არიან, ამიტომ მშობლები არ უნდა წყვეტდნენ, თუ ვინ იქნებიან მათი შვილები. 
შარლიზ თერონმა ჯექსონი 2012 წელს სამხრეთ აფრიკაში იშვილა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment