საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აგრძელებს პროექტს „წერილები ფრონტიდან’’.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ვეტერანთა სამსახურის ცნობით, უწყება მოქალაქეებს სთხოვს რომ მიაწოდონ ოჯახებში შემორჩენილი ის წერილები, მისალოცი ბარათები და ფოტოები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები.
"ეს წერილები, თუ ბარათები, ყველაზე ნათლად გადმოსცემენ ჯარისკაცის ემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს, ოჯახის, საყვარელი ადამიანების მონატრებასა თუ თანამებრძოლების ცხოვრებას ფრონტის წინა ხაზზე.
მივიღებთ, როგორც ამ წერილებისა თუ ბარათების დედნებს, ასევე ასლებს მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. ვგეგმავთ, რომ შეგროვებული მასალა ერთ წიგნად გამოვცეთ სახელწოდებით: ’’ წერილები ფრონტიდან’’. ასევე, სურვილი გვაქვს, ეს წერილები წარმოდგენილი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოწყობილ მუდმივმოქმედ ფოტოგამოფენაზე", - წერია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.
მასალების მიღება 24 მაისამდე გაგრძელდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment