Wednesday, April 24, 2019

კახა კალაძე: ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეფერხებული მოძრაობის პრობლემა მოგვარდება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეფერხებულ მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ქალაქის მერის თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე მეტროს შახტთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორია რკინის ჯებირებითაა შემოღობილი, რაც ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას ხელს უშლის.  
"ჩემი თხოვნა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემა. როგორც ვიცი, თანხა უკვე გამოყოფილი გაქვთ, დაახლოებით მილიონამდე ჯდება ამ პროექტის განხორციელება, ეს არის მეტროს გამნიავებელი, შესაბამისად ისე გავაკეთოთ, რომ ავტოსაგზაო მოძრაობას ხელი არ შეეშალოს და ფეხით მოსიარულეთათვის პრობლემა არ იყოს გადაადგილება. მინდა ვუთხრა საბურთალოს მოსახლეობას და იმ ადამიანებს, ვინც ამ გზით მოძრაობს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment