8 თვეში სკოლებში 2 ათასზე მეტი კონფლიქტური სიტუაცია დაფიქსირდა, საიდანაც 374 შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებიდან 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და ელექტროშოკი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2019 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ჯამში 1435 უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა. აქედან, თბილისში - 905, ქვემო ქართლში -152, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 95, იმერეთში - 86, შიდა ქართლში - 71, აჭარაში - 70, სამცხე-ჯავახეთში - 28, მცხეთა-მთიანეთში - 12, კახეთში - 10, გურიაში - 6.
2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში ჯამში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, აკრძალული ნივთი 853 შემთხვევაში ამოიღეს.
„საანგარიშო პერიოდში სკოლიდან 1 ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 13 ბასრი საგანი, 3 ბლაგვი საგანი, 25 ბანქო, ან სხვა აზარტული საშუალება, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება, 26 კასტეტი ამოიღეს. ასევე დაფიქსირდა 4 ყურსასმენის გამოყენების ფაქტი, 294 -თამბაქო და სანთებელა (ასანთი), 73 საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა), 80 ელექტროსიგარეტი, 1 ელექტროშოკი (ტარება), 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთები, 21 ალკოჰოლის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ დოკუმენტში.
ამასთან, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში პოლიცია 374 შემთხვევაში გამოიძახეს. სკოლებში, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურია წარმოდგენილი, მოზარდებს შორის 2 396 კონფლიქტური სიტუაცია (სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა) მოხდა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში ჯამში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა, აქედან დისციპლინური დარღვევა 64 780 შემთხვევაში.
„252 შემთხვევაში გაკვეთილზე მოსწავლის მიერ მობილურით სარგებლობა გამოვლინდა, 7184 - გაკვეთილიდან გაპარვა, 4504 - გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა მოსწავლის მიერ, 42 803 - მოსწავლის დილით დაგვიანება, 10 037 - მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე დაგვიანება“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment