Monday, April 15, 2019

ჰარცელი: ევროკავშირს სურს ძლიერი უკრაინა და საქართველო

საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ამის შესახებ მან სასტუმრო "შერატონში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"კონტექსტის, გარემოებებისა და მიზნების არცოდნის პირობებში, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილმა ეს შენიშვნა გააკეთა, არ მინდა პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ, ცხადი რომ გავხადოთ ამ ამბის ძირითადი ხაზი, ჩემთვის ნათელია, რომ ევროკავშირს სურს ისეთი ძლიერი უკრაინა და ისეთი ძლიერი საქართველო, როგორც ეს შესაძლებელია. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ ჩემს ყოველდღიურ მუშაობაში, ძირითად სულისკვეთებაში ბრიუსელში“,- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
მანამდე  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში თქვა, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა, ისევე, როგორც ძალიან წარმატებული საქართველო, ევროპასაც არ სჭირდება. ექსპრეზიდენტმა კრაკოვში უკრაინელებთან შეხვედრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი გაიხსენა, რომელიც ევროკავშირით გარკვეულწილად იმედგაცრუებული იყო.
სააკაშვილის თქმით, პოლონელი დიპლომატი ამბობდა, რომ გაერთიანებაში მოხვედრამდე იქ მიწიერი სამოთხე ეგონა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მძიმე კონკურენციაა და ყველა ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment