Monday, April 8, 2019

ბათუმში 1937-38 წლებში დახვრეტილთა დაკრძალვას სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები დაესწრებიან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ფრიდონ ხალვაშის N 338-ში ნაპოვნ საბჭოთა რეჟიმის დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ეპარქიის ცნობით, სამარხში აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების).
ამასთან, ეპარქია აცხადებს, რომ 21 აპრილს გაიმართება სამოქალაქო დაკრძალვა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც.
"სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს მუზეუმის მოწყობას, სადაც გამოიფინება ფოტო და ნივთიერი მასალა. აქვე აღიმართება მემორიალი, რომელზედაც დატანილი იქნება 1937-38 წლებში ბათუმში დახვრეტილთა სახელები. სამუზეუმო კოლექციის გასამდიდრებლად მივმართავთ გარდაცვლილთა ნათესავებს თხოვნით, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ფოტომასალა თავიანთი დაღუპული წინაპრების შესახებ", - წერია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა.ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე საბანაკო შეკრების ბაზაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. რეპრესირებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დეენემის ანალიზის ჩატარებაა საჭირო, რადგან დადგინდეს, რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment