The Weeknd-მა, SZA-მ და ტრევის სკოტმა "სამეფო კარის თამაშებს" სიმღერა მიუძღვნეს. წყაროების თქმით, სიმღერის პრემიერა მალე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Pitchfork-ი ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
უკვე დიდი ხანია მედიაში იწერება, რომ სერიალის ბოლო, დასკვნითი სეზონი შესაძლოა არასტანდარტული მუსიკით გაფორმდეს. ტრეკზე მუშაობა კი პროექტში ჩართულ პირებთან დაახლოებულმა წყაროებმა დაადასტურეს.
როგორც გამოცემა წერს, "სამეფო კარის თამაშების" ავტორებმა მომღერალ The Weeknd-ს თაყვანისმცემლებისთვის სიმღერის ჩაწერა სთხოვა. მან კი სამუშაო პროცესში მეგობრები, რეპერი ტრევის სკოტი და შემსრულებელი SZA ჩართო. არსებული ინფორმაციით, სიმღერა ფინალური ტიტრების დროს იქნება.
4 აპრილს ნიუ-იორკში „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის პრემიერა გაიმართა. HBO-ს ყველაზე რეიტინგული შოუს პრემიერა მსოფლიო მასშტაბით 14 აპრილს გაიმართება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment