გაზიფიცირების პროექტის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 210 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ამ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ საქართველო რეგიონში იქნება ერთ-ერთი ლიდერი გაზიფიცირების თვალსაზრისით.
„2019-2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი ბუნებრივი გაზით მომარაგდება. შედეგად, საქართველოს მასშტაბით მილიონ 200 ათასზე მეტ აბონენტს ექნება წვდომა ბუნებრივ აირზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში აბონენტების თითქმის 85% გაზიფიცირებული იქნება", - განაცხადა ბახტაძემ
imedinews.ge
.
No comments:
Post a Comment