თბილისში, იაშვილის კლინიკაში 19 იანვარს გარდაცვლილი 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს. ისინი ბავშვის გარდაცვალებას არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობას უკავშირებენ და იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ, ვინც გარდაცვლილს მკურნალობდა.
.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი თავდაპირველად ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოშიც მკურნალობდა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მოზარდი არა ბავშვთა, არამედ ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც მალევე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. იქ კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
"ჯერ ბათუმის კლინიკაში მივიყვანეთ მაღალი სიცხით, საიდანაც თბილისში გაგვიშვეს. შემდეგ ბავშვი შეცდომით მიგვაყვანინეს ინფექციური საავადმყოფოს უფროსების განყოფილებაში, სადაც მდგომარეობა გართულდა და უკვე თბილისის იაშვილის კლინიკაში გადავედით. არასწორი დიაგნოზი და მკურნალობა გახდა გარდაცვალების მიზეზი", - ამბობს გარდაცვლილის დედა თამარ ჩხიკვაძე.
"19 იანვარს გარდაიცვალა ჩემი ბავშვი. 11იანვარს გერმანიიდან მოვიდა პასუხი, რომ ბავშვს ჰქონდა ღვიძლის პრობლემა. ეს მხოლოდ გარდაცვალების მერე გვითხრეს, რადგან არ უნდოდათ გაემხილათ, რომ არასწორად მკურნალობდნენ. მეუბნებოდნენ გენეტიკური დაავადება, ან სეფსისი აქვსო. დღეში სამჯერ გადასხმას უკეთებდნენ, რაც ღვიძლზე თურმე არ შეიძლება. როდემდე უნდა იყოს ასეთი განუკითხაობა?", - განაცხადა ბავშვის მამამ ნოდარ კიწმარიშვილმა.
ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკამ 19 იანვარს განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზი ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment