31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასორი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ისინი ვაკეში, ყოფილი ლეჩკომბინატის შენობაში მშენებლობაზე მუშაობდნენ, როცა მოულოდნელად მიწა ჩამოიშალა და ორივე ჩაიყოლა. 35 მაშველი რამდენიმე საათი ეძებდა ახალგაზრდებს, სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა...
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მომხდარიდან ცოტა ხანში 26 წლის ბიჭს მიაგნეს, თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა მეორე - 44 წლის მამაკაცი, რომელიც გორიდან იყო, მას მეუღლე და შვილები დარჩა. გარდაცვლილის 17 წლის ვაჟი იმ დროის განმავლობაში არ მოშორებია შემთხვევის ადგილს, უყურებდა როგორც ცდილობდნენ მაშველები მისი მამის პოვნას.
.
გლოვაა დაღუპულების ოჯახებში. ახლობლებს ძალიან უჭირთ მათზე წარსულ დროში საუბარი. 26 წლის დავით აბესაძე ჭიათურაში დაიბადა და გაიზარდა, საფარის საჯარო სკოლა დაამთავრა, მისი ოჯახი ჭიათურაში, ავარიონის დასახლებაში ცხოვრობს.დათო ოჯახის უფროსი შვილი იყო. 4 ძმა ჩემს თვალწინ გაიზარდა. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მშრომელი, სხვებზე მზრუნველი, სათნო და კეთილი ბიჭი იყო. ოჯახს ეკონომიურად უჭირდა, მაგრამ მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ შვილებისთვის არაფერი მოეკლოთ. მართლა მაქსიმუმს აკეთებდნენ. 4 ვაჟის გაზრდა არ არის იოლი საქმე...
დათოს მამა მაღაროში მუშაობდა, შემცირებაში მოყვა და კარგა ხანია უმუშევარია. დედამისი ჭიათურაში, საბაგიროში მემანქანედ წლებია მუშაობს. არ ვიცი მაია როგორ გადაიტანს შვილის სიკვდილს. საოცრად მზრუნველი დედაა, სხვისი გასაჭირი გულთან რომ მიაქვს ისეთი. ერთ კორპუსში წლების განმავლობაში ვცხოვრობდით. ძალიან შრომისმოყვარე, პატიოსანი ბიჭები გაზარდეს, ძალიან უჭირდათ ეკონომიურად, მაგრამ კანონდარღვევა არასოდეს ჩაუდენიათ. თავისით გაიკვალეს გზა ბიჭებმა. წამოიზარდნენ და შრომობდნენ, თვითონ იწყობდნენ ცხოვრებას. ერთმა ძმამ იმავე კორპუსში იყიდა ბინა, 4 ძმიდან ორი - ბექა და გოგა დაოჯახებულია.
დათოს შეყვარებული ჰყოლია, სექტემბერში უნდა ჰქონოდა ქორწილი. ბედნიერებისთვის ემზადებოდა, ბევრს შრომობდა, ეტყობა პირობები რომ მოეწყო და უცებ ეს საშინელება მოხდა. მისი შეყვარებული გოგო გორიდან არის. ცხედარი თბილისიდან რომ ჩამოასვენეს ჭიათურაში, ის გოგოც მოჰყვა, განადგურებულია..
ambebi.ge
No comments:
Post a Comment