Tuesday, April 2, 2019

მობილურების სავალდებულო შემოწმება საქართველოში – რას გულისხმობს ახალი რეგულაცია

რეზონანსი) საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, საკუთარ მობილურ ტელეფონს სავალდებულო ტექდათვალიერება ჩაუტაროს. მობილურები სხვადასხვა ფაქტორზე შემოწმდება, მათ შორის - შემოწმდება ინტერნეტის ისტორია და, პორნოსაიტების აღმოჩენის შემთხვევაში, მობილური ექვემდებარება დაბლოკვას. ახალი რეგულაცია "მუშა ტელეფონი - ჯანსაღი გარემო" მომდევნო თვიდან ამოქმედდება და ტექდათვალიერების საფასური 30 ლარს შეადგენს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გთავაზობთ ერთ-ერთი კომპანიის "ოფიციალურ" განცხადებას: "ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, საკუთარ ტელეფონს ჩაუტაროს ტექდათვალიერება. კანონი მომდევნო თვიდან ამოქმედდება, ტელეფონის ტექინსპექტირების საფასური კი 30 ლარი იქნება.
ტელეფონი შეიძლება, დაიბრაკოს:
• დაზიანებულ ეკრანზე;
• გაბერილ ელემენტზე;
• ეკრანზე აღმოჩენილ დასაშვებ ნორმაზე მეტი ტონალურის კვალზე;
• დაზიანებულ აქსესუარებზე;
• ტელეფონი თუ ჩანაძირია;
• ტელეფონის პატრონის შიშველი სურათების აღმოჩენაზე;
• გადაიხედება ინტერნეტის ისტორია;
• პოლნო საიტების აღმოჩენაზე.
Apple City მიესალმება ახალ კანონს და გამოთქვამს ინიციატივას, ტელეფონების ტექინსპექტირების პირველი ცენტრი Apple City_ის მაღაზიაში გაიხსნას. მუშა ტელეფონი - ჯანსაღი გარემო! ",- აღნიშნულია განცხადებაში.
პ.ს დღეს პირველი აპრილია და თქვენს ინტერნეტის ისტორიას (ჯერჯერობით) არაფერი ემუქრება.


No comments:

Post a Comment