ზუგდიდელმა ქალბატონმა, დალი ძიგუამ საკუთარი აგარაკი მოხუცებს დაუთმო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე ფაცაციამ დაწერა. მის პოსტს უამრავი გაზიარება და დადებითი კომენტარიც მოჰყვა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"სასწაულები ხდება წამებში...მეგობრებო მინდა გახაროთ ერთი სასიამოვნო ამბავი, ერთი სურვილი ჩავიფიქრე ამ საახალწლოდ. მეგონა, რომ არ ამიხდებოდა, ჩემი ოცნება კი უკეთილშობილესმა, უერთგულესმა, თავის ქალაქზე და თანაქალაქელებზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქალბატონმა Dali Dzigua-ამ ამიხდინა. ქალბატონს რომელსაც გული
შესტკივა ჩვენს ქალაქზე და იმ ადამიანებზე ვისაც ჩვენი, თქვენი თანადგომა სჭირდებათ. ქალბატონი დალი მზადაა თავის აგარაკი "კომბინატში" დაუთმოს მოხუცთა სახლს, ქალბატონი დალი არის სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი. ჩვენი უბნის "კომბინატის" ბრილიანტი.. " - წერია სალომე ფაცაციას პოსტში
ambebi,ge
🙏 საქართველოს საპატრიარქო
.
ambebi,ge
🙏 საქართველოს საპატრიარქო
No comments:
Post a Comment