Tuesday, April 9, 2019

თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელები მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დედაქალაქის ექვს ქუჩას 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიანიჭა.
განხილვას დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, „9 აპრილის საზოგადოების“ წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მზია ჯინჭარაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, მანანა ლოლაძე, ელისო ჭიპაშვილი და თამარ მამულაშვილი - ჩუღურეთის რაიონში ექვს უსახელო ქუჩას სწორედ მათი სახელები დაერქვა. 
საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოში მალე 21 გმირის სახელობის ქუჩა იარსებებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment