Saturday, April 6, 2019

ერთი გარდაცვლილი სახლში უნახავს, მეორე კი, სახლის უკან" - ახალი დეტალები აბაშაში მომხდარ მკვლელობაზე

აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­მი­ქა­ო­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა სა­ნა­დი­რო თო­ფით თა­ნა­სოფ­ლე­ლი მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.მ. და 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ა. არი­ან. ორი­ვე მათ­გა­ნი სო­ფელ სა­მი­ქა­ოს მკვიდ­რი იყო.
რო­გორც Ambebi.ge-ს სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა ზაზა ვე­კუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, მომ­ხდარს თვითმხილ­ვე­ლი არ ჰყავს. მის­თვის უც­ნო­ბია, თუ რა იყო მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ერთ-ერთ გარ­დაც­ვლილს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.
"ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი გვერ­დიგ­ვერდ ცხოვ­რობ­და. ვის სახ­ლშიც შემ­თხვე­ვა მოხ­და, მათი მე­ზო­ბე­ლია, მო­ხუ­ცი კა­ცია... რო­გორც ვიცი, მომ­ხდარს ის არ შეს­წრე­ბია, რად­გან იმ დროს გა­რეთ იყო გა­სუ­ლი. რო­დე­საც სახ­ლში შებ­რუ­ნე­ბუ­ლა, ერთი გარ­დაც­ვლი­ლი იქ უნა­ხავს, მე­ო­რე კი სახ­ლის უკან იპო­ვა... სა­ვა­რა­უ­დოდ ამ მე­ო­რემ ჯერ მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­და, მკურ­ნა­ლობ­და კი­დეც. რო­გორც ვიცი, მათ კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ", -აღ­ნიშ­ნა ვე­კუ­ამ.
რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით დი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.
ambebi.ge


No comments:

Post a Comment