6 აპრილს ავიაკომპანია Turkish airlines-ის თვითმფრინავმა ათათურქის სახელობის აეროპორტიდან ბოლო კომერციული რეისი შეასრულა, რის შემდეგაც საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დღეიდან მის ნაცვლად რეისები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება.
ახალი საჰაერო სადგური სტამბოლში 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა. ის ექსპლოატაციისთვის უკვე მზადაა, თუმცა მშენებლობა ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის.
აეროპორტი საბოლოო სახეს 2023 წელს მიიღებს. რის შემდეგაც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტის სატუტუსს ოფიციალურად მოიპოვებს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment