პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემრორიალთან, ასევე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტებს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული განცხადებით ეხმაურება:
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ "სკანდალურ" ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას:
.
9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას "გაპარვად" აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას ....
.
იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!" - წერს ზურაბიშვილი.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment