Tuesday, April 9, 2019

საქართველოდან ბრიტანეთში ჯეკ შეპარდის ექსტრადირება დღეს მოხდება

საქართველოდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეპარდის ექსტრადირება სამშობლოში 10 აპრილს მოხდება.  ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
31 წლის შეპარდს 2018 წლის ივლისში 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რადგან 2018 წლის მარტში დიდი ბრიტანეთი დატოვა. 
ჯეკ შეპარდი საქართველოდან ექსტრადირებას 26 მარტს დათანხმდა
ჯეკ შეპარდი 23 იანვარს თბილისში პოლიციას ჩაჰბარდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment