Monday, April 8, 2019

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ იმედა აბაშიძეს სასჯელი გადაუვადდა

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებული იმედა აბაშიძე სასამართლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მას სასჯელი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაუვვადდა, მანამდე კი ბრალს კვალიფიკაცია შეეცვალა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მოსამართლემ ვიოლეტა ფორჩხიძემ ქურდული სამყროს მხარდაჭერისთვის აბაშიძეს ორი წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ის სასჯელის მოხდას ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყებს.
იმედა აბაშიძემ დარბაზის დატოვებამდე ბათუმისა და ქუთაისის ციხეებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა, ადვოკატმა კი მის მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
გარდა ამისა, ბრალი გადაუკვალიფიცირდა კიდევ სამ დაკავებულს. მარად წითელაძეს 2.6 წელი, ჯამბულ ნაკაშიძესა 2 წელი და ბეჟან დეკანაძეს 1 წელი, ექვსი თვე და 15 დღე მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზი ოვაციებით შეხვდა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 10 პირი თბილისსა და აჭარაში 18 ივლისს დააკავეს. მათ სასამართლომ პატიმრობა 19 ივლისს შეუფარდა, ხოლო. რაც შეეხება მეთერთმეტე ბრალდებულს, მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად უკვე განაჩენიც გამოუტანეს. მას კანონიერი ქურდობის გამო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment