Thursday, July 4, 2019

თელ-ავივში პოლიციის მიერ ძალადობის წინააღმდეგ აქციაზე 150-მდე ადამიანი დაშავდა

თელ-ავივში პოლიციის ძალაოდობის წინააღმდეგ გამართული აქციებისას სულ მცირე 147 ადამიანი დაშავდა, 150-მდე დააკავეს. ამის შესახებ ისრაელის პოლიციაზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს.
მასობრივი დემონსტრაციებია წარმოშობით ეთიოპიელი ახალგზრდის გარდაცვალებას მოჰყვა. პოლიციის ვერსიით, ერთ-ერთი სამართალდამცველი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, ჩხუბს შეესწრო. მან ჩხუბის მონაწილეების გაშველება სცადა და მათი მხრიდან მუქარის შემდეგ იძულებული გახდა იარაღი გამოეყენებინა. შედეგად 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
თავის მხრივ, თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამ ფაქტის შემდეგ ეთიოპიური თემის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რაც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაშავებულებიდან 111 სამამართალდამცველია
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment