👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა 2 წლის განმავლობაში სმარტფონებიდან, კომპიუტერებიდან და სხვა გაჯეტებიდან 32 კილოგრამი ოქრო, 3,5 ტონა ვერცხლი და 2,2 ტონა ბრინჯაო ამოიღეს.ტექნიკის შემგროვებელ სპეციალიზებულ ცენტრებში იაპონელებმა დაახლოებით 78 985 ტონა ელექტრო მოწყობილობა, მათ შორის 6,21 მილიონი სმარტფონი ჩააბარეს.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთ სპორტსმენს შეხვდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის მიერ ჩაბარებული მობილურისგან დამზადებული მედალი.
IOC-ის მოთხოვნების თანახმად, უმაღლესი სინჯის მედლები უნდა ჩამოისხას ვერცხლისგან, რომელიც ამოვლებული უნდა იყოს არანაკლებ 6 გრამ სუფთა ოქროში.
აღსანიშნავია ასევე, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორთა კვარცხლბეკები გადამუშევაბადი ნარჩენებისგან დამზადდება.
100 კვარცხლბეკის დასამზადებლად დაახლოებით 45 ტონა პლასტიკია საჭირო. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე კვარცხლბეკების დასამზადებლად მეორად ნედლეულს პირველად გამოიყენებენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment