შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს.
"ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ბრალდებულს ურთერთშელაპარაკება მოუვიდა დაზარალებულებთან. მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ზედა სართულიდან ჩამოაგდო"რგდ"-ის სისტემის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაზიანდა. სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს", - წერია შსს-ს განცხადებში.
ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში აფეთქება ღამე მოხდა. შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი, 18 წლის კაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment