ინდოეთის ქალაქ მუმბაიში შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში კი 40-მდე ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მაშველებმა 5 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის ორი ბავშვია, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობა დაახლოებით ასი წლის წინ აშენდა. კორპუსში 15 ოჯახი ცხოვრობდა.
შემთხვევა ძლიერ წვიმას მოჰყვა. მიმდინარე თვეში ანალოგიურ შემთხვევას 29 ადამიანი ემსხვერპლა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment