აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მომხდარი მიწისძვრის გამო ტელევიზიებმა პირდაპირი ეთერი შეწყვიტეს.
7.1-ბალიანი მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა და მისი ეპიცენტრი ლოს-ანჯელესიდან 240 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ტელევიზიების სტუდიებშიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ასახულია, როგორ მუშაობენ წამყვანები სტიქიური მოვლენის დროს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment