Thursday, July 4, 2019

შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დაკავებას დაედო საფუძვლად

შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დაკავებას დაედო საფუძვლად. დაკავებულები არიან ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნების გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ. ბ.-მ ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგნებს, აგრესიულად ესხმოდა თავს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც. ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად 
ხოლო, ბ. თ. ასევე თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას." - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment