Saturday, July 20, 2019

პაატა სალიას პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მომხრე, რომ გიორგი გაბუნიამ "რუსთავი 2"-ზე მუშაობა განაგრძოს

მე მომ­ხრე-მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ამ შემ­თხვე­ვა­ში არაფ­რის არ ვარ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "რუს­თა­ვი 2"-ის ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა სა­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, არის თუ არა მომ­ხრე, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძოს, როცა ორ­თვი­ა­ნი სან­ქცი­ის ვადა გავა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც მისი, ასე­ვე ქი­ბარ ხალ­ვა­შის პო­ზი­ცია იყო, რომ ყვე­ლა რჩე­ბა და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, გარ­და არ­ხის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ა­სი.
"მე მომ­ხრე-მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ამ შემ­თხვე­ვა­ში არაფ­რის არ ვარ. მე ვთქვი, და­ვა­ფიქ­სი­რე პო­ზი­ცია, რომ ყვე­ლა რჩე­ბა თა­ვის ად­გი­ლას. ქი­ბარ ხალ­ვა­შის პო­ზი­ცია იყო ეს, რომ ყვე­ლა რჩე­ბა თა­ვის ად­გი­ლას. ეს ეხე­ბო­და უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას, გარ­და ნიკა გვა­რა­მი­ა­სი. და­ნარ­ჩე­ნი უკვე მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.
ამას­თან, არ­ხის ახალ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა არ იცის გი­ორ­გი გა­ბუ­ნია აპი­რებს თუ არა მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ასე­ვე ის აღ­ნიშ­ნავს, რომ "პოსკრიპ­ტუ­მის" წამ­ყვა­ნი "მისი ნახ­ვით გა­ხა­რე­ბუ­ლი არ იყო".
"ჩემი ნახ­ვით გა­ხა­რე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და და არ იყო, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა ეს არის" - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment