Sunday, July 21, 2019

შსს იულია სუსლიაკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.
კერძოდ, აღნიშნული კანონის  მე-11 მუხლის  1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისი”-ს გავლით გააბრუნეს აზერბაიჯანის მიმართულებით",- წერს შსს.
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.
ორი ან მეტი პირი მიმართ ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს. თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.
5 ივნისს ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ათი ბავშვიდან ათივე იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, აქედან ოთხის ბიოლოგიური დედა დაკავებული იულია სუსლიაკია. ბავშვები უკრაინაში 7 ივნისს გაამგზავრეს.
2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.
საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის. 
შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment