დღეს დილით პერუელებმა ჩილეს ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხეს და ტურნირის ფინალში 44-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდნენ. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ბურთები ფლორესმა, იოტუნმა და გერერომ გაიტანა.
ვეტერანი გერეროსთვის ეს გოლი კოპა ამერიკაზე მე-13 იყო და ამ მაჩვენებლით მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს. კოპა ამერიკას ფინალში 8 ივლისს ერთმანეთს ბრაზილიისა და პერუს ეროვნული გუნდი შეხვდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment