Thursday, July 11, 2019

აფხაზეთში ნაპოვნი რუსთაველი ბავშვის მამა ოკუპანტებს ჰყავთ დაკავებული

რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგოს მამა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებულია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორც Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების ბეგლარ წილოსანის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ამჟამად, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი" და ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები", - აღნიშნეს უწყებაში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 წლის გოგო, რომელსაც დედა 8 დღის განმავლობაში ეძებდა, ნაპოვნია და ის პოლიციამ დედას დაუბრუნა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მამამ აფხაზეთში გადაიყვანა, ამის შესახებ დედამ არ იცოდა და შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment