რამდენიმე დღის წინ მოლდოვადან, გრიგოროპოლსკის რაიონიდან, ადგილობრივმა მოხალისეებმა AMBEBI.GE-ს იმ ქართველების გვარ-სახელები მიაწოდეს, რომლებიც წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ქვეყნის იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, საერთო საფლავები გააკეთეს და დაღუპულთა გვარები დაფებზე დაიტანეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ომში თუ ტყვეთა ბანაკებში დაღუპულთა სიების გარკვეული ნაწილი, წლების განმავლობაში “დახურულ არქივებში” ინახებოდა. ასობით ათასი ჯარისკაცი, რომელიც სამშობლოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, რომელიღაც საბჭოთა ქვეყნის სასაფლაოზე იყო დამარხული და მისი გვარ-სახელი მემორიალურ დაფაზეც ეწერა...
🙏 საქართველოს საპატრიარქო
მხოლოდ საქართველოში, ათასობით ჯარისკაცის ოჯახს მათზე ინფორმაცია წლების განმავლობაში არ ჰქონდათ. არადა, ომის დამთავრებისთანავე თუ არა, მომდევნო წლებში მაინც იარსებებდა დაღუპულების მონაცემთა ბაზა - ვინ სად, რომელი რესპუბლიკის სასაფლაოზე იყო დამარხული... მით უფრო, რომ ათასობით მშობელი, ძმა, შვილი, მეუღლე, სიკვდილამდე ელოდა საკუთარი ოჯახის წევრს და ფურცელზე დაწერილ სიტყვებს - “დაიკარგა უგზო-უკვლოდ”, არ ენდობოდა...
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ალბათ, ასე ელოდნენ იმ ქართველ ჯარისკაცებსაც, რომლებიც მოლდავეთის ბრძოლებში დაიღუპნენ. გრიგოროპოლსკის რაიონის დოროცკის საერთო სასაფლაოზე ნაპოვნი ქართველების სია ასეთია:
ჰასან ალის ძე ასათიანი - დაბადებული 1912 წელს, ბათუმის, სოფელ ორდაში. ნაღმტყორცნელთა ასეულის უფროსი ლეიტენანტი. დაიღუპა 1944 წლის 13 მაისს საბრძოლო მოქმედებების შესრულებისას მოლდავეთში, გრიგოროპოლსკის რაიონში. ძმა დურსუნ ასათიანი.
თევდორე (ან თედორე) დავითის ძე ტუაევი - დაბადებული 1916 წელს ყაზბეგის რაიონში, კობი, სოფელ უხათში. მეტყვიამრფქვევეთა ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი. დედა – სულინე, მამა – დავითი. დაიღუპა მოლდავეთში 4 ივლისს (სავარაუდოდ, 1944 წელს).
აგას მელიქის ძე შამიროვი - დაბადებული 1911 წელს თბილისში, 26 კომუნარის ქუჩაზე. მეუღლე - მარია ალექესის ასული. დაიღუპა 1944 წლის 24 აპრილს, მოლდავეთში.
პავლე ივანეს ძე ხურციძე - დაბადებული 1920 წელს ვანის რაიონის სოფელ რომაბეთში (?). დაიღუპა უკრაინის ქალაქ ტერნოვკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს. 1957 წლის 17 მაისს, სხვა დაღუპულებთან ერთად, სოფელ სოკოლოვკის საერთო სასაფლაოზე გადაასვენეს, რა დროსაც სამხედრო საიდენტიფიკაციო ნიშნით, ე.წ. ЛОЗ-ით ამოიცნეს და სიაშიც შეიყვანეს. მის შესახებ მონაცემები არსებობს მოლდოვაშიც.
სერგო სევასტის ძე შარეიძე - დაბადებული 1924 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ დაბლაციხეში... ომის დასრულების შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 1955 წელს, მოლდავეთის სამხედრო კომისიარიატს მისმა დამ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში მცხოვრებმა ქსენია შარეიძემ თხოვნა-განცხადება გაუგზავნა, სადაც ის ძმის პოვნაში დახმარებას ითხოვდა...
რა პასუხი მიიღო დაკარგული ძმის მაძიებელმა ქალმა, ამის შესახებ მოლდოვის სამხედრო არქივებში ინფორმაცია შემონახული არ არის... არსებული ინფორმაციით, ეფრეიტორი (სამხედრო წოდება რიგით ჯარისკაცსა და სერჟანტს შორის) სერგო შარეიძე 1944 წლის 7 მაისს, ოდესის ოლქში დაიღუპა. 50-იანი წლების მიწურულს, ადგილობრივი პრესა წერდა, რომ ქართველი ქალი მოლდავეთში ძმის კვალს ეძებდა, რადგან მშობლებს დაპირდა, რომ მას იპოვიდა...
ambebi.ge
No comments:
Post a Comment