Sunday, July 21, 2019

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი ბრალს არ აღიარებს

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი შიშუ პალ ბურდაკი ბრალს არ აღიარებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბრალდება მისთვის აღკვეთის ღობისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, თავის მხრივ დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას შუამდგომლობს.
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა. სწორედ ამ ობიექტზე 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა.
ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ ყოფილა და ზურაბ შუბითიძემ, რომელიც კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სამშენებლო ობიექტზე ადამიანთა ჯგუფი, მათ შორის 16 წლის გარდაცვლილი მუშაც თვითნებურად შეიყვანა.
სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი, 19 ივლისს დააკავეს.
16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment