Monday, July 8, 2019

რუსეთი საქართველოს ფულადი გზავნილების ბაზარზე ლიდერია

სწრაფი ფულადი გზავნილების მიხედვით რუსეთი კვლავ ლიდერობს. გასული წლის მსგავსად როგორც საქართველოში გადმორიცხვების ისე ქვეყნიდან გადარცხვების მიხედვით ხუთეული უცვლელია: რუსეთი, იტალია,  საბერძნეთი, აშშ და ისრაელი. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2019 წლის 5 თვეში საქართველოში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 163,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში ქვეყანაში იანვარ-მაისში 663,4 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. 
რუსეთის წილი საქართველოს ფულადი გზავნილების ბაზარზე 25%-ია. 
ფულადი გზავნილები რუსეთიდან სებ-ის მონაცემები 2019 წლის იანვარ-მაისი:
იანვარი - 27 597 300 $;
თებერვალი - 31 616 100 $;
მარტი - 35 416 540 $;
აპრილი - 34 345 800 $;
მაისი - 34 797 900 $;
2019 წლის 8 ივლისს, რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.
რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.
რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment