საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, წაკითხულის გააზრებაში, რაოდენობრივ მსჯელობაში, ანალიტიკურ წერასა და ლოგიკურ მსჯელობაში B ტიპის ტესტში ყველაზე მეტი მაღალი ქულა დაიწერა.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკურ წერის სამივე ტიპის ტესტში, მაქსიმალური ქულა – 20 მცირე რაოდენობით დაიწრეა. ანალიტიკური წერის A და C ტიპის ტესტში უმაღლესი შეფასება თითო-თითო აპლიკანტმა მიიღი. B ტიპის ტესტში კი მაღალი შეფასება – 19, ორმა აპლიკანტმა დაიმსახურა.
რაც შეეხება ლოგიკურ მსჯელობას, აქ ყველაზე ნაკლები რაოდენობის მაქსიმალური ქულა A ტიპის ტესტში დაიწერა.
საერთო სამაგისტრო გამოცდის სიხშირეთა განაწილების ცხრილი ასე გამოიყურება:
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 11 945 მაგისტრანტობის კანდიდატმა, აქედან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 16,54%-მა, კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს 9 969 კანდიდატი.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment