Monday, September 11, 2017

განათლების სამინისტრომ 260 000 ცალი ვაშლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ვაშლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირობების მიხედვით, სამინისტრო 260 ათასი ვაშლის შესყიდვას გეგმავს.

ტენდერის გამოცხადების თარიღად დღევანდელი რიცხვია მითითებული, ხოლო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.


"პრეტენდენტი უფლებამოსილია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური.
სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნვეყოს ერთი ჯიშის ვაშლს მიწოდება,
- ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი, თითოეული არანაკლებ 150 გრ, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე. უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე.
მოთხოვნები:
- ვაშლის ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები;
- საკვები პროდუქტის დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას;
- მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ყუთებით, რომლებიც უნდა იყოს მყარი, მშრალი, სუფთა და უცხო სუნის გარეშე;
- მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, ქ. თბილისის 10 -ვე საჯარო სკოლაში;
- სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი;
- მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში)", - ვკითხულობთ ტენდერის პირობებში.  


ტენდერში ასევე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით ვაშლი ეტაპობრივად კვირაში ერთხელ ქ. თბილსის 10 საჯარო სკოლაში დარიგდება. ვაშლი კვირაში ერთხელ მიწოდებული უნდა იქნას ქ. თბილისის 10 საჯარო სკოლაში:
1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ქუთათელაძის ქ. N3),
2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, საირმის N84),
3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, მელიქიშვილის N2),
4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 10),
5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი. გლდანი მე-3 მ/რ),
6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, დიღმის მასივი III კვარტალი),
7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 IV მ/რ),
8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, გლდანი მე-8 მ/რ),
9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. N42),
10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი, ვარკეთილი ზ/პ, მე-2 მ/რ).
ipress.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



 

No comments:

Post a Comment