საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ახალ სასწავლო წელს იწყებენ. ოკუპირებულ ახალგორში პირველ
სექტემბერს ჩაკეტილი საზღვრებით ხვდებიან, რის გამოც 12 პედაგოგი და
მოსწავლეთა ნაწილი რაიონში შესვლას კვლავ ვერ ახერხებს.
რეგიონში
ქართულ ენაზე სწავლა იკრძალება, უქმდება ქართული ბაგა-ბაღიების ნაწილი.
დაწყებით კლასებში სწავლა მთლიანად რუსულ ენაზე გადადის, ქართული სკოლები
კი დე ფაქტო რესპუბლიკის შემუშავებულ პროგრამას დაექვემდებარებიან.
ოკუპირებულ
ცხინვალში რუსულენოვანი სახელმძღვანელოები უკვე ჩაიტანეს, თუმცა
არასაკმარისი რაოდენობით.კვლავ მოუწესრიგებელია სასკოლო ინფრასტრუქტურა,მათ
შორის სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. წელს რეგიონის სკოლები 800 პირველკლასელს მიიღებს.
ოკუპირებული
აფხაზეთი კი სასწავლო წელს 4 სექტემბერს დაიწყებს, წელს აქ 2938-მდე
პირველკლასელს ელოდებიან. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად
ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში 27 ათასი მოსწავლე სწავლობს, 156 სკოლიდან
კი 59 აფხაზური, 46 რუსული, 15 აფხაზურ-რუსული, 25 სომხური და მხოლოდ 11
ქართულენოვანი სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც სწავლა ნაწილობრივ რუსულად
მიმდინარეობს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment