ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე გამოსცა.
სკოლაში იკრძალება შემდეგი პროდუქტების გაყიდვა:
- საღეჭი რეზინი;
- კანფეტები;
- შოკოლადი;
- არომატიზებული წასახემსებლები (მაგალითად ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული;
- მაიონეზით შეზავებული პროდუქცია;
- სოკო;
- დაკონსერვებული პროდუქტები;
- კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
- გაზიანი სასმელები (გარდა გაზიანი მინერალური წყალი);
- თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
ბრძანების მიხედვით, სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილია შემდეგი პროდუქტის გაყიდვა:
- წყალი;
- ხილის წვენი;
- ხილის კომპოტი;
- კისელი;
- ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი);
- ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით);
- ჩაი;
- კაკაო;
- ხილი და ბოსტნეული;
tabula.ge
No comments:
Post a Comment