ტელეკომპანია ”იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში მყოფი ”იბერიის” ახალი ამბების ჯგუფის რეპორტიორი შოთა ფალავანდიშვილი ნაცემია.
როგორც ხუმზიაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ჟურნალისტს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ასევე დაზიანებული აქვს ფეხი. ინციდენტთან დაკავშირებული სხვა დეტალები მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
ხუზმიაშვილის ინფორმაცით, აღნიშნულ შემთხვევას მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.
1tv.ge
No comments:
Post a Comment