ციფრული რევოლუცია განათლებაში - როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლის შესაძლებლობებს და რატომ არ შეიძლება ამ შანსის ხელიდან გაშვება?
18 სექტემბერს Educare Georgia ვატარებთ ჩვენს პირველ, ერთდღიან საერთაშორისო კონფერენციას საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე.
მომხსენებლები:
Jake Goldwasser
პედაგოგი და ლოკალიზაციის სპეციალისტი. ფულბრაიტის სტიპენდიანტი – სატერლენდის ფრიზული ენის სწავლება და კვლევა. ხანის აკადემიის ლოკალიზაციის კოორდინატორი.
Julian Harty
საგანმათლებლო ტექნოლოგიის და ღია კოდის გამავრცელები,
საგანმათლებლო ტექნოლოგიის ექსპერტი, კომპიუტერული მეცნიერი.
Lech Mankiewicz
მეცნიერი, პროფესორი და პედაგოგი. პოლონეთის მეცნირებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ცენტრის დირექტორი. პოლონური ხანის აკადემიის მხარდამჭერი. ციფრული განათლების ენთუზიასტი.
2013 პოლონეთის მასწავლებლების პროფკავშირებმა მიანიჭა წოდება – სკოლის მეგობარი.
დასწრება უფასოა, მსურელებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:https://goo.gl/forms/
Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმების Khan Academy-ის და Code.org-ის ქართულ ვერსიაზე. ჩვენ მიმართულებებია: საქართველოში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია; თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის სწავლება მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის; ინტერნეტისა და კოპიუტერის ხელმისაწვდომობის გაზრდა - პროექტი Charte.ge და საჯარო სკოლებში კომპიუტერული კლუბების დანერგვა, განათლების სამინისტროსა და კომპანია Microsoft-თან ერთად.
Educare Georgia
რომელ საათზე იწყება კონფერენცია?
ReplyDelete