Sunday, September 17, 2017

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაშია



👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომატოზურ მდგომარეობაშია. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ინსულტი დაემართა. ბიჩინაშვილის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს მისი ნათესავი კოკო ბიჩინაშვილი ესაუბრება:

"მამა ანთიმოზს 5 დღის წინ ინსულტი მოუვიდა და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს უზნაძეზე მდებარე კლინიკაში. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, 5 დღეა კომაშია და ექიმები არაფრის იმედს არ გვაძლევენ. იმედი მაქვს ღმერთი გადმოგვხედავს და გამოჯანმრთელდება, თუმცა ამ დრომდე არაფერი ჩანს სასიკეთო" - ამბობს კოკო ბიჩინაშვილი.

 
👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
 ანთიმოზ ბიჩინაშვილი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებული გახლავთ. მან რამდენიმე თვის წინ ეკლესიიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ პენსიაზე გადის. მანამდე კი სამების ტაძარში მოღვაწეობდა.
ambebi.ge
 
👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment