აშშ-ში, ფლორიდას შტატში, რომელსაც ქარიშხალი „ირმა“ დააწყდა თავს, მაროდიორობის შემთხვევები გამოავლინეს. Breaking 911-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დამნაშავეები უამინდობით სარგებლობენ და მაღაზიებს ძარცვავენ.
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
აშშ-ის სტიქიასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარიშხლის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში წყალდიდობაა მოსალოდნელი. პრეზიდენტმა ტრამპმა ქარიშხალს მონსტრი უწოდა და ფლორიდის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
ამ დროისთვის ქარიშხალი მეორე კატეგორიამდე დაეცა. მანამდე ფლორიდაში 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ფლორიდამდე ქარიშხალი კარიბის ზღვის კუნძულებს დაატყდა თავს, სადაც ბოლო ინფორმაციით, 27 ადამიანი დაიღუპა.
ქარიშხალი ჩრდილოეთისკენ მოძრაობს. 3 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და 100-ზე მეტი სპეციალურ თავშესაფრებში გადაყვანეს. ქარიშხალმა ქალაქ კი-უესტში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ფლორიდის გარდა სტიქია ჯორჯიას, ალაბამას, ტენესის და მისისიპის შტატებს ემუქრება.
თავდაპირველად აშშ-ის საგანგებო სამსახურმა „ირმას“ უმაღლესი მეხუთე კატეგორია მიანიჭა.
სპეციალისტების თქმით, „ირმა“ ქარიშხალ „ჰარვიზე" ძლიერია, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment