„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/03/2011, 110311011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016076) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:
1. მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. საჯარო სკოლაში პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით; II-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით, ხოლო ორ და მეტ ცვლიან სკოლაში დასაშვებია II-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად).
ასევე სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით;
ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს/შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით.
6. საჯარო სკოლაში გაკვეთლებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 10 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით; ამასთან, იმ საჯარო სკოლებში:
ა) სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ერთ ცვლაზე, გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენება ნაცვლად მინიმუმ 10 წუთისა, უნდა იყოს არანაკლებ 20 წუთი.
ბ) სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ორ და მეტ ცვლაზე, მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სარეკომენდაციოა თითოეული ცვლისთვის.“
2. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს სემდეგი რედაქციით:
„თ) სადამრიგებლო პროგრამა.“
3. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპრუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი სკოლაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
4. მე-12 მუხლს დაემატოს 121მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 121 პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები
1. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები შესაძლოა ჩატარდეს მე-9 და/ან მე-11 კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ.
2. სკოლებმა, რომლებიც გადაწყვეტენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარებას, შეიძლება დაადგინონ შემდეგი განრიგი: 8 გაკვეთილი - მე-9 კლასში ორივე სემესტრში, 4 გაკვეთილი მე-11 კლასში II სემესტრში.
3. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებით შეიძლება გათვალისწინებული იყო სხვა ღონისძიებების ჩამონათვალი საექსკურსიო განრიგის მითითებით.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალექსანდრე ჯეჯელავა
No comments:
Post a Comment