Monday, November 20, 2017

მდინარე ყვირილაზე სახიდე გადასასვლელი შენდება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ზესტაფონი ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა გრძელდება, ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას. 
უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარია. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
საქართველოს მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია 31 ხიდის რეაბილიტაცია და 16 ახალი ხიდის მშენებლობა. იმერეთის რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე გადასასვლელს, დღეის მონაცემებით უკვე დასრულებულია 8 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment