Monday, November 20, 2017

რამზან კადიროვი - კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ



ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, ”რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქონ”.
 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამის შესახებ რამზან კადიროვმა სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ“, - აღნიშნა კადიროვმა.

მისი თქმით, ვინაიდან საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, „ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველო შესაძლებლობას მიიღებს, ის თავის ტერიტორიაზე დაასაფლავოს“. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment