Wednesday, November 22, 2017

მფლობელები ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე ბინის მიქირავებას უარყოფენ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ბინა, რომელზეც საუბარია რომ ჩემს დას ჰქონდა გაქირავებული ტყუილია"- ამის შესახებ imedinews-თან ალსან ჯაბრაილოვის დეიდამ ცოტა ხნის წინ ექსკლუზიურად განაცხადა.
სერო გაურგაშვილი ამბობს, რომ მისთვის ბინის სხვა პირებზე გაქირავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა.
"ჩემი და აპირებდა ჩამოსვლას. ბინა გაქირავებული არ იყო და ასლანის ცოლისძმამ რა გააკეთა არ ვიცი" - აღნიშნა გაურგაშვილმა. მისივე ინფორმაციით, დის შვილი პანკისის პოლიციის შენობაში დაკითვაზე უკვე რამდენიმე საათია იმყოფება. ასლან ჯაბრაილოვი სამართალდამცავებმა დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.
პანკისთან დაჯგუფების წევრების რაიმე კავშირს გამორიცხავს დუისის მაჟორიტარი დეპუტატი. რამაზ ბაღაკაშვილის განცხადებით, სანამ დაჯგუფების წევრების ვინაობა არ იქნება ცნობილი, იქამდე საუბარი არასამართლიანია.
ცნობილია, რომ ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან, პანკისის ხეობაში მცხოვრებს ეკუთვნის. ეს ადამიანი დაკითხვაზეა.
სპეცოპერაცია 17 საათზე მეტია მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორამცია, რომ კორპუსზე, რომელშიც ტერორირზმში ეჭვმიტანილი სულ მცირე ორი პირია გამაგრებული, შტუმრი დაიწყო.
სუსის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს.
სუსი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირებს, რომელთა სპეცოპერაციაც ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარეობს, მძევლები ჰყავთ აყვანილი.
სპეცოპერაციისას სპეცრაზმელი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მასთან სამართლდამცველებმა მიიყვანეს მეუღლე და შვილი.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment