Wednesday, November 22, 2017

პალესტინაში ამერიკელ დიპლომატებთან ურთიერთობა გაწყვიტეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასის განკარგულებით, ვაშინგტონთან ყველანაირი კონტაქტი გაიყინა. ამის მიზეზი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო, რომელიც პალესტინას, აშშ-ში მათი მისიის საქმიანობის შეწყვეტით დაემუქრა. პალესტინელები ამერიკელ დიპლომატებთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Haaretz-ი ავრცელებს. 
ვაშინგტონის მუქარა მოჰყვა პალესტინის მცდელობას, პალესტინის ტერორიაზე ისრაელის ახალი დასახლებების მშენებლობის გამო, ისრაელის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაეყენებინა.
19 ნოემბერს გავრცელდა ინფორამცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა "პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის" ვაშინგტონის ბიურო დახურონ. გარდა ამისა, კონგრესის მიერ დაწესებული პირობების თანახმად,"პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას" არ შეუძლია ვაშინგტონის ოფისში მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ ის მოუწოდებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ისრაელის მიერ პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებისკენ.
პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია - შეიქმნა 1964 წელს პალესტინის ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე პალესტინის გათავისუფლების მიზნითა და თავისუფალი არაბული პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment