Wednesday, November 22, 2017

რუსეთმა უცხოელ აგენტად რეგისტრაციის შესახებ კანონი დაამტკიცა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რუსეთის ფედერაციულმა საბჭომ მედიასაშუალებების „უცხოელ აგენტად“ რეგისტრაციის შესახებ კანონი დაამტკიცა. მანამდე აღნიშნული ნორმები რუსეთის დუმაში მიიღეს.
ახალი რეგულაციების მიხედვით, მედიასაშუალებები, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობის ან მოქალაქეების მიერ ფინანსდებიან, „უცხოელ აგენტად“ უნდა დარეგისტრირდნენ და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ფინანსურ უწყებებს პერიოდულად უნდა მიაწოდონ.
მედიასაშუალებებზე გავრცელდება ის ნორმები, რომლებიც მანამდე რუსეთში მომუშავე და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიიღეს.
14 ნოემბერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ტელეკომპანია Russia Today-ს ამერიკის ბიურო უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა. 18 ნოემბერს, კი სააგენტო Sputnik-ის ამერიკული სამსახურის ჯერიც დადგა.  
15 ნოემბერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც  უცხოური მედიასაშუალებები „უცხოეთის აგენტებად“ ცხადდებიან. შესაბამისი გაფრთხილება „რადიო თავისუფლებამ“, „ამერიკის ხმამ” და მათმა საერთო პროექტმა „ნასტაიაშეე ვრემიამ” მიიღო.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment