Monday, February 26, 2018

პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მოქალაქე 1000-4000 ლარამდე დაჯარიმდება

კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება. პოლიციელის  სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ან მის მიმართ განხორციელებულ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე 1000-4000 ლარამდე დაჯარიმდება. 
შესაბამისი ცვლილებები - "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ფინანური საქციის გარდა ცვლილება ადმინისტრაციულ პატიმრობას - 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს. 
პროექტით, ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით ჩამოერთმევა.
"ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკაში ნორმის ეფექტიან აღსრულებას პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების არსებობა განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, დღეს მოქმედი ნორმით, სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა, ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დადგენილი სანქცია 250 ლარიდან 2000 ლარამდე ისჯება. ეს მინიმალური ზღვარი შეუსაბამოა ნორმის მიზანთან და სამართალდარღვევის შემაკავებელ ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საზღვარგარეთის პრაქტიკაა, რომელიც ძირითადად ერთგვაროვანია და სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის საკმაოდ მაღალი ოდენობის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გერმანიაში ჯარიმის თანხა 150-დან 2500 ევრომდე მერყეობს, ხოლო უხამსი შეურაცხყოფა შესაძლოა 4000 ევროთი დაჯარიმდეს. ვაშინგტონში ჯარიმა 1000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო კალიფორნიაში – 2000 აშშ დოლარამდე", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment