ევროკომისიის ახალ მდივნად ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის აპარატის ხელმძღვანელი მარტინ სელმაიერი დაინიშნა. ინფორმაციას ევროპის კომიის ვებგვერდი ავრცელებს.
ამასთან, ჟან-კლოდ იუნკერის გადაწყვეტილებით, მის აპარატს ისევ კლარა მარტინეზ ალბეროლა უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობას მანამდე მარტინ სელმაიერი იკავებდა, თუმცა 2017 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Brexit-ის შესახებ ტერეზა მეიმ ჟან-კლოდ იუნკერს დახმარება სთხოვა. მაშინ ითქვა, რომ ამ ცნობამ სწორედ სელმაიერის აპარატიდან გაჟონა.
ევროკომისიის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში პირველი მარტიდან შევა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment