Monday, February 26, 2018

არჩილ ტატუნაშვილის მამა შს მინისტრს შეხვდება

ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდება. ამ მიზნით, პოლიციელებმა ის ნატახტართან მიმდინარე აქციის ტერიტორიიდან შეხვედრისთვის გამოიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
გარდაცვლილის მამასთან რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველები მივიდნენ და მას სთხოვეს ჩამჯდარიყო მისთვის განკუთავნილ ავტომობილში, რათა პირადად შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს.
ადგილზეა დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა, მას მედიასთან დამატებითი კომენტარი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. 

აქციის მონაწილეები კვლავინდებურად რჩებიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე და აცხადებენ, სანამ კონკრეტული გეგმა არ გახდება ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსაცემად, ისინი გზის სავალ ნაწილს არ გაათავისუფლებენ და პერმანენტულ აქციებს გამართავენ, მათ შორის დედაქალაქში.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment